11:46 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1663)
207 0 0

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმოიქმნა აჟიოტაჟი პირველი მოთხოვნილების საგნებზე. საკვები პროდუქტების გარდა, ადამიანებმა ასევე პირველ რიგში მოიმარაგეს ჰიგიენისა და დეზინფექციის საშუალებები და ტუალეტის ქაღალდი.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სტრესულ და გაურკვეველ ვითარებაში ადამიანი ეძებს ისეთ ადგილს, სადაც თავს მოხერხებულად და მყუდროდ იგრძნობს, და ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის საპირფარეშო, აცხადებს კლინიკური სოცმუშაკი ისრაელიდან ვლად როდნიანსკი, რომელმაც განმარტა, რატომ ყიდულობენ ადამიანები COVID-19-ის გავრცელების ფონზე ესოდენ დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდს. 

​აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმოიქმნა აჟიოტაჟი პირველი მოთხოვნილების საგნებზე. საკვები პროდუქტების გარდა, ადამიანებმა ასევე პირველ რიგში მოიმარაგეს ჰიგიენისა და დეზინფექციის საშუალებები და ტუალეტის ქაღალდი.

როდნიანსკის თქმით, ამგვარ რეაქციას რამდენიმე ახსნა აქვს და ერთ-ერთი მათგანის ფესვები ღრმა წარსულში, პირველყოფილ ადამიანამდე მიდის.  

„მაქვს რამდენიმე ახსნა. პირველი: განგაშზე, დაძაბულობაზე რეაქცია პირველყოფილ ადამიანში იყო გაქცევა. მას ეკუმშებოდა კუჭი და, შესაბამისად, საჭირო ხდებოდა გათავისუფლებულიყო ყველაფერ ზედმეტისგან იმისთვის, რომ გაქცევის ან ბრძოლის უნარი ჰქონოდა“, — ამბობს კლინიკური სოცმუშაკი. 

მისი თქმით, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული, მშვიდი, მყუდრო და ინტიმური ადგილი — ეს საპირფარეშოა. ამიტომ, სტრესის მდგომარეობაში, როცა ადამიანები გაურკვეველობაში არიან, სწორედ საპირფარეშო და, შესაბამისად, ტუალეტის ქაღალდი ახსენდებათ. 

​ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის სულ მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 185 067 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაცვლლია 7 330 და განკურნებულია 80 236 კაცი.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1663)

მთავარი თემები