მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19 ბრიტანეთში 7,9 მლნ ადამიანს შეეხება: Guardian-ი საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს

© photo: Sputnik / Dustin Griffiths-Wileys / გადასვლა მედიაბანკშიბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანეთის მოსახლეობამ პრემიერი ფაშიზმში დაადანაშაულა, ვინაიდან მან ბრიტანელების დიდი ნაწილის მასობრივი გაწყვეტა დაუშვა იმ მიზნით, რომ სხვებმა უფრო სწრაფად გამოიმუშაონ იმუნიტეტი.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი COVID-19-ის ეპიდემია მომავალი წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და დაახლოებით 7,9 მლნ ადამიანს შეეხება, რაც ქვეყნის მოსახლეობის 80%-ია, წერს გამოცემა Guardian-ი მის ხელთ არსებულ საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით.

​გამოცემის ცნობით, პრემიერ ბორის ჯონსონის მთავრობამ ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი დახურულ ბრიფინგზე წარუდგინა ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს.

„გარდიანი“ ასევე აქვეყნებს ამონარიდს დოკუმენტიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვა მზად არ არის, გაუმკლავდეს კორონავირუსის სიმპტომების მქონე ადამიანების ნაკადს და მათი ტესტირება უზრუნველყოს, ვინაიდან ლაბორატორიები გადატვირთულია. 

კორონავირუსის ტესტ-სისტემები - Sputnik საქართველო
დაავადდით COVID 19-ით: ექიმი ხალხს ნებაყოფლობით ინფიცირებისკენ მოუწოდებს

გამოცემა წერს, რომ ბრიტანელები უკიდურესად უკმაყოფილონი არიან ჯონსონის მთავრობის ქმედებით, რომელიც საჭირო ზომებს არ იღებს და აღშფოთებული არიან თავად პრემიერ-მინისტრის ნაბიჯებით. 

ცნობილი ხდება, რომ გასულ კვირაში ბორის ჯონსონმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, რომ „ბევრი დაკარგავს ახლობელს“. ქვეყნის მოსახლეობამ პრემიერი ფაშიზმში დაადანაშაულა, ვინაიდან მან თითქოს ბრიტანელების დიდი ნაწილის მასობრივი გაწყვეტა დაუშვა იმ მიზნით, რომ სხვებმა უფრო სწრაფად გამოიმუშაონ იმუნიტეტი.

აღსანიშნავია, რომ ასევე გასულ კვირაში ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველმა პატრიკ ვალანსმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავების მიზნით ნებაყოფლობით დაინფიცირდნენ კორონავირუსით.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 553 ადამიანს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 56 და განკურნებულია 53 პაციენტი.    

ბოლო  მონაცემებით, სულ მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 182 423 ადამიანს შეადგენს. აქედან სულ გარდაცვლილია 7 155 და გამოჯანმრთელებულია 79 433 კაცი. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ასე გამოიყურება: ჩინეთი — 81 052 ინფიცირებული, იტალია — 27 980, ირანი — 14 991, ესპანეთი — 9 942, სამხრეთ კორეა — 8 320, გერმანია — 7 272, საფრანგეთი — 6 655, აშშ — 4 661, შვეიცარია — 2 330, დიდი ბრიტანეთი — 1 553, ნიდერლანდები — 1 414, ნორვეგია — 1 347, შვედეთი — 1 121, ბელგია — 1 058, ავსტრია — 1 018 ინფიცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0