03:59 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (879)
435601

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სულ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ დაახლოებით 14 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამ დროისათვის რაოდენობამ 182 406 ადამიანს მიღწია.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის მსოფლიოს 155 ქვეყანაში 182 406 ადამიანს აღწევს, აქედან გარდაცვლილია 7 154 და გამოჯანმრთელებულია 79 433 პაციენტი — ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემები.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სულ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა თითქმის 14 ათასი ადამიანი.

COVID-19-ის პანდემიასთან და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, რომლებიც შუაღამიდან ამ მომენტამდე მოხდა მსოფლიოს მასშტაბით, ასე გამოიყურება:

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა მოსახლეობას, არ დააცარიელონ მაღაზიები. მისი თქმით, ქვეყანაში პროდუქტის რაოდენობა სრულად შეესაბამება მოთხოვნას;
  • ​საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობასა და მწვრთნელთა შტაბში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, რის შესახებაც კლუბი საკუთარ ოფიციალურ საიტზე წერს. თუმცა ინფიცირებულთა ვინაობას არ აკონკრეტებს; 
  • რუსეთმა სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა მოდლოვასთან, უკრაინასთან და ყაზახეთთან;
  • უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მზადაა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის განცხადებით, იქ უკვე აიკრძალა ავიარეისები, მატარებლების, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა;
  • საბერძნეთმა ტაძრებში წირვა-ლოცვა ორი კვირით აკრძალა;
  • ტუნისმა ყველა საზღვარი ჩაკეტა;
  • ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავენ;
  • ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედრო ექიმები ჩართოს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა პრესკონფერენციაზე;
  • ნიუ-იორკის შემდეგ რესტორნები და ბარები დაიხურა ვაშინგტონსა და მერილენდში;
  • ბრაზილიაში COVID-19-თან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს პენსიაზე გასულ ექიმებს;
  • გერმანულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია CureVac-მა უარყო მანამდე გამოცემა Welt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კომპანიის მეცნიერების აშშ-ში გადაბირებას ცდილობს;
  • სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი კრისტოფერ ჰივიუ კორონავირუსით დაავადდა; 
  • იტალიამ სპეკულანტებისგან სამედიცინო ნიღბებისა და ერთჯერადი ხელთათმანების კონფისკაცია დაიწყო;
  • ვენესუელაში საერთო ეროვნული კარანტინი გამოცხადდა;
  • კოლუმბიამ 30 მაისამდე ჩაკეტა საზღვრები;
  • კალიფორნიასა და მიმდებარე ქალაქების მოსახლეობას ხელისუფლებამ (დაახლოებით 7 მლნ ადამიანს) სახლებიდან გასვლა აუკრძალა, თუ ამას „გადაუდებელი აუცილებლობა“ არ მოითხოვს;
  • ურუგვაიმ არგენტინასთან საზღვარი ჩაკეტა;
  • ეკვადორში კომენდანტის საათი გამოცხადდა;
  • Facebook, Google, Microsoft, Twitter, YouTube და სხვა სოციალური ქსელები ერთობლივ ბრძოლას უცხადებენ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას;
  • ყირგიზეთმა ქვეყანაში უცხოელების შეშვება აკრძალა. იხურება დიდი კაფეები და რესტორნები...
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (879)

მთავარი თემები