22:39 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1812)
97 0 0

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ აშშ-ის სანქციებმა მის ქვეყანას 200 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სანქციები ირანს დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნას იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა მთელი ძალებით ცდილობს COVID-19-თან გამკლავებას, მოუწოდა შესაბამის სახელმწიფოებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა. 

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ აშშ-ის სანქციებმა მის ქვეყანას 200 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა, და რომ მათი ზემოქმედება ხელს უშლის ირანს პანდემიასთან ბრძოლაში. როუჰანის თქმით, ირანი ამერიკული სანქციებისა და თეირანზე მაქსიმალური ზეწოლის გამო სერიოზულ შეზღუდვებს აწყდება.

„დღეს ირანის მთავრობა და ხალხი პანდემიას ებრძვიან და ეს ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაშია. ამ პერიოდში ცალმხრივი სანქციების შენარჩუნება ირანის მიმართ მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას“, — განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სანქციების შენარჩუნება სერიოზულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ირანის ბრძოლაზე კორონავირუსის წინააღმდეგ, ასევე დაბრკოლებად იქცევა თეირანისთვის დახმარების აღმოსაჩენად გაეროსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

გენ შუანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას ირანში და მჭიდრო კონტაქტი აქვს ქვეყნის ხელისუფლებასთან პანდემიის საკითხებში.

COVID-ვაქცინა ექსკლუზიურად აშშ-სთვის: ტრამპი გერმანელი მეცნიერების გადაბირებას ცდილობს?>>

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა უკვე გაგზავნა ირანში აუცილებელი სამედიცინო საქონელი და ამასთანავე საკუთარი ექსპერტებიც მიავლინა იქ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ირანში COVID-19-ით ინფიცირებულია 13 938 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 724 და გამოჯანმრთელებულია 4 590 პაციენტი. 

ამ მომენტისთვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი, გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 კაცი.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1812)

მთავარი თემები