მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: ევროპაში სიკვდილიანობა მოიმატებს – ჯანმოს პროგნოზი

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, ევროპაში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ ეპიდემიის საწყის ეტაპზეა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში ყოველდღიურად იკლებს და ამ დროისათვის საავადმყოფოებში 9 898 პაციენტიღა რჩება, იუწყება ქვეყნის სახელმწიფო ჯანდაცვის კომიტეტი. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
COVID-ვაქცინა ექსკლუზიურად აშშ-სთვის: ტრამპი გერმანელი მეცნიერების გადაბირებას ცდილობს?

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ეპიდემიის აფეთქების დღიდან COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 021 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 3 217 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 67 843 პაციენტი, რაც დაავადებულთა საერთო რაოდენობის 84,7%-ია.

საპირისპირო მონაცემებია ევროპაში, სადაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ ეპიდემიის საწყის ეტაპზეა. 

„ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ეპიდემიის უფრო ადრეულ ეტაპზე არიან, სიკვდილიანობა შესაძლოა უახლოეს დღეებსა თუ კვირებში გაიზარდოს“, — განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, დღეისათვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0