მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნავთობზე მსოფლიო ფასები ზრდას განაგრძობს - ბოლო მონაცემები

© AP Photo / Ng Han Guanბირჟა
ბირჟა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათს ნავთობზე ფასები 30%-ით ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც OPEC+ წევრი ქვეყნების შეთანხმება არ შედგა. Brent –ის მარკის ნავთობის ღირებულება 2016 წლის იანვრის მინიმუმს გაუტოლდა, რაც პირველად მოხდა 1991 წლის შემდეგ.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. მსოფლიო ფასები ნავთობზე აღდგენას განაგრძობს მას შემდეგ, რაც ორშაბათს ვარდნა განიცადა. WTI–ს მარკის ნავთობის ფასი ამ დროისათვის 3%-ითაა მომატებული, რაზეც ვაჭრობის შედეგები მეტყველებს. 

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე პანიკა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე

დილის 04:39 საათისთვის (თბილისის დრო) მაისის ფიუჩერსების ღირებულება Brent–ის მარკის ნავთობშენაერთზე 1,61%-ით  იზრდებოდა და 38,55 დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე. ხოლო აპრილის ფიუჩერსები WTI–ის მარკის ნავთობზე 2,65%-ით იმატებდა და 35,27 დოლარს უტოლდებოდა ერთ ბარელზე.

ორშაბათს ნავთობზე ფასები 30%-ით ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც OPEC+ წევრი ქვეყნების შეთანხმება არ შედგა. Brent –ის მარკის ნავთობის ღირებულება 2016 წლის იანვრის მინიმუმს გაუტოლდა, რაც პირველად მოხდა 1991 წლის შემდეგ.

ფიუჩერსი — ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს საბაზისო აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. 


 

ყველა ახალი ამბავი
0