მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: თურქეთისა და ტერორისტების პოსტები იდლიბში ერთმანეთს შეერწყა

© photo: Sputnik / Dmitriy Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის ბლოკ-პოსტი სირიაში
თურქეთის ბლოკ-პოსტი სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენერალ-მაიორის თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის სოჭის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსკოვის ყველა ოფიციალური მოთხოვნა გაეროსა და დასავლეთის ქვეყნებისადმი უპასუხოდ დარჩა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თურქეთთან სირიის საკითხებზე შეთანხმების წელიწად-ნახევრის შედეგი — ტერორისტების გამაგრებული რაიონების თურქულ სადამკვირვებლო პოსტებთან შეზრდაა, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

მისი თქმით, ვითარება იდლიბის დეესკალაციის ზონაში, სადაც სირიის არმიამ დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ტერორისტები ალეპოდან უსაფრთხო დისტანციაზე გასწია, „ჭეშმარიტების მომენტად“ იქცა. 

თურქული სამხედრო ავტომობილები სირიაში - Sputnik საქართველო
რუსეთი თურქულ არმიას სირიაში უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევს

კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ არა მარტო დასავლეთის ქვეყნები, არამედ გაეროც მიესალმა 2018 წელს სოჭის შეთანხმებას იდლიბის საკითხებზე. გენერლის აზრით, შეთანხმებაში საკვანძო იყო თურქეთის ვალდებულება, დაეშორიშორებინა და განედევნა ტერორისტები დეესკალაციის ზონის გარე საზღვრებიდან 15-20 კილომეტრით და იქვე გაეტანა მძიმე საარტილერიო აღჭურვილობაც.

„ამის მაგივრად, შეთანხმების ამოქმედებიდან თითქმის 18 თვის შედეგი — ეს არის გაეროს მიერ ოფიციალურად ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფებების – „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“, „თურქესთანის ისლამური პარტიისა“ და „ხორას ად-დინის“ მიერ „ზომიერი ოპოზიციის“ ყველა ბოევიკის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვრისკენ შევიწროება“, — განაცხადა კონაშენკოვმა.

მისი თქმით, „მეზობელი მშვიდობიანი დასახლებული პუნქტებისა და რუსული ავიაბაზა „ჰმეიმის“ დაცხრილვა სპორადულიდან ყოველდღიურად გადაიქცა“.

დასავლეთი იდლიბში თურქული ჯარების გადასროლას ვერ ამჩნევს 

ამას გარდა, კონაშენკოვმა მიუთითა, რომ თურქეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით გადაისროლა იდლიბში თავისი ქვედანაყოფები, დასავლეთში კი ამას ვერავინ ამჩნევს. 

გენერალ-მაიორის თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის სოჭის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსკოვის ყველა ოფიციალური მოთხოვნა გაეროსა და დასავლეთის ქვეყნებისადმი უპასუხოდ დარჩა. ამასთან, თებერვლის დასაწყისიდან დასავლეთი დამასკს ბრალს სდებს „სამხედრო დანაშაულებში“, „ჰუმანიტარულ კატასტროფასა“ და „ლტოლვილების მილიონებიან ნაკადებში“ იდლიბში.

სირიული გამანადგურებლები  - Sputnik საქართველო
ინციდენტი თურქ სამხედროებთან დაკავშირებით: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს

კონაშენკოვი განმარტავს, რომ თურქეთის მუქარას სირიის სამთავრობო ჯარების ყველა ქვედანაყოფის განადგურებისა და ავტოტრასა М5-ის ტერორისტების კონტროლქვეშ დაბრუნების შესახებ ევროპასა და აშშ-ში „ანკარის თავდაცვის კანონიერ უფლებას“ უწოდებენ.

„იდლიბის დეესკალაციის ზონაში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისადმი ტოტალური ცინიზმისა და ყალბი მზრუნველობის ფონზე მარტო რუსეთის შერიგების ცენტრი და სირიის კანონიერი მთავრობა აწვდიან ყოველდღიურად გათავისუფლებული რაიონების მოსახლეობას ყველა აუცილებელ დახმარებას“, — განაცხადა კონაშენკოვმა. 

გენერალი ირწმუნება, რომ სირიელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ თავიანთ „მრავალრიცხოვან ფსევდოდამცველებზე ევროპასა და აშშ-ში, რომლებიც თითქოს უხვ ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდნენ მათ ბოლო წლების განმავლობაში“. 

ვითარების გამწვავება იდლიბში 

პოლიციის მანქანა ანკარაში - Sputnik საქართველო
ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერეს

„ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ტერორისტებმა 27 თებერვალს სირიის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. სამთავრობო ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ქვეშ მოყვნენ თურქი სამხედროებიც, რომლებიც იმ ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ. შედეგად – დაიღუპა 36 თურქი სამხედრო. რუსულმა მხარემ ყველა ზომა მიიღო, რათა სირიის მხარეს ცეცხლი სრულად შეეწყვიტა და თურქეთს დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია მოეხერხებინა. უწყებაში ხაზგასმით განმარტეს, რომ რუსული არმია აღნიშნულ რაიონში არ გამოყენებულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ ანკარა არ ასრულებდა იდლიბის შესახებ საკვანძო ვალდებულებებს. კერძოდ, ის არ აშორიშორებდა შეიარაღებულ ოპოზიციას (რომელიც მზად იყო მთავრობასთან დიალოგისთვის) ტერორისტებისგან.

რუსეთ-თურქეთის 2018 წლის 18 სექტემბრის მემორანდუმში, რომელიც ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრის შედეგად გაფორმდა, საუბარია თურქი სამხედროების ყოფნაზე სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე იმ პირობით, რომ იდლიბის დეესკალაციის ზონიდან ყველა რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება გაყვანილი იქნებოდა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. ამ ზონის საზღვრებში ასევე შეთანხმებული იყო „ეფექტური ზომები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად“. მემორანდუმის მეშვიდე პუნქტი მოიაზრებდა ამ რაიონში ერთობლივ რუსულ-თურქულ პატრულირებასაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0