მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი თურქულ არმიას სირიაში უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევს

© photo: AFP 2020 / MUHAMMAD HAJ KADOURთურქული სამხედრო ავტომობილები სირიაში
თურქული სამხედრო ავტომობილები სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
სირიაში ვითარება 27 თებერვალს დაიძაბა მას შემდეგ, რაც „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ტერორისტებმა მაშტაბური შეტევა წამოიწყეს სირიის არმიის პოზიციებზე.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რუსეთს არ შეუძლია თურქეთის სამხედრო ავიაციას სირიაში ფრენების უსაფრთხოების გარანტია მისცეს დამასკის მიერ იდლიბის პროვინციაში საჰაერო სივრცის დაკეტვის შემდეგ, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების ცენტრის ხელმძღვანელმა ოლეგ ჟურავლიოვმა. 

სირიული გამანადგურებლები  - Sputnik საქართველო
ინციდენტი თურქ სამხედროებთან დაკავშირებით: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს

დამასკმა იდლიბის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყევტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროვინციაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. საჰაერო სივრცის დამრღვევი ნებისმიერი თვითმფრინავი მტრულად აღიქმება და ჩამოგდებას დაექვემდებარება.

თურქეთის შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ შეტევებს სირიის სამთავრობო ჯარებზე იდლიბში და მის შემოგარენში. დამასკის განცხადებით, თურქეთი „პირდაპირი გაგებით ეხმარება ტერორისტებს სირიის არმიის შეტევების მოგერიებაში“.

„ამას ადასტურებს თურქეთის მიერ მანამდე მიღწეული ყველა შეთანხმების, მათ შორის სოჭის შეთანხმების  დაუცველობა“, — ნათქვამია ჟურვალიოვის განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები სირიელი სამხედროების ცალკეულ სამიზნეებსაც უტევენ: ავტომობილებს, ჯავშანტექნიკასა და მოტოციკლისტებსაც კი.

სირიაში ვითარება 27 თებერვალს დაიძაბა მას შემდეგ, რაც „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ტერორისტებმა მაშტაბური შეტევა წამოიწყეს სირიის არმიის პოზიციებზე. სამთავრობო ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც 36 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0