18:59 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)
139 0 0

იაპონია COVID-2019-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე პოზიციაზეა ჩინეთის, სამხრეთ კორეის, იტალიისა და ირანის შემდეგ.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ტიკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა შესაძლოა წლის ბოლოსთვის გადაიტანონ კორონავირუსის გავრცელების გამო, იუწყება მასმედია. 

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იაპონიის ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ სეიკო ჰასიმოტოს სიტყვებს ციტირებს. მისი თქმით, თამაშების გადატანის უფლებას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან არსებული შეთანხმება იძლევა.

„კონტრაქტით ოლიმპიური თამაშები 2020 წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ეს შეიძლება თამაშების გადავადების ნებართვად აღვიქვათ“, — განაცხადა ჰასიმოტომ.  

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდშია დაგეგმილი.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 936 ადამიანს მიაღწია. აქედან ჩინეთზე 80 151 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (4 812 კაცი), მესამეზე ირანი (1501), ხოლო მეოთხეზე იტალია (2036). სულ ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 3 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 47 995 პაციენტი.

რაც შეეხება იაპონიას, COVID-2019-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მეხუთე პოზიციაზეა ჩინეთის, სამხრეთ კორეის, იტალიისა და ირანის შემდეგ. ამ დროისათვის ქვეყანაში დაავადებულია 274 ადამიანი, რომელთაგან 32 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)

მთავარი თემები