მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანელი ექსპერტი კორონავირუსის განადგურების მეთოდს ასახელებს: ნიღბების ტარება უაზრობაა

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშისამედიცინო ნიღბები
სამედიცინო ნიღბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს ისინი პაციენტებთან კონტაქტისას სჭირდებათ, „მაგრამ აქეთ–იქით ნიღბებით სირბილს არანაირი აზრი არ აქვს“.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. იმისათვის, რომ კორონავირუსი გაანადგუროთ, ხელების წყლითა და საპნით დაბანაა საკმარისი, განაცხადა კლინიკა Charité Berlin-ის ჰიგიენისა და მედიცინის  ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრა ჰასტმაიერმა. 

კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ირანის პარლამენტში: ინფიცირებულია 23 დეპუტატი

მისი თქმით, სახის ნიღბით დაფარვა ვირუსისგან დაცვისთვის ნაკლებად ეფექტური მეთოდია.

„ხელების წყლითა და საპნით საგულდაგულოდ დაბანა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვირუსი მოკლათ და ჩამოიბანოთ ის ხელებიდან. თუ სადმე მიდიხართ და წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ, წაიღეთ სადეზინფექციო საშუალება ხელებისთვის“, — განაცხადა მან ბრიფინგზე.

სწორედ ამიტომ მოუწოდებს პროფესორი საზოგადოებას, თავი შეიკავონ შეხვედრისას ხელის ჩამორთმევისგან. 

რაც შეეხება ნიღბებს, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს ისინი პაციენტებთან კონტაქტისას სჭირდებათ, „მაგრამ აქეთ–იქით ნიღბებით სირბილს არანაირი აზრი არ აქვს“.

„ეს არ შველის. ეს დადასტურდა ჩინეთსა და იაპონიაში, სადაც ახლა დაავადება ფართოდაა გავრცელებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არასწორი გზაა“, — მიაჩნია გერმანელ ექსპერტს.

პანიკის ასაცილებლად: ვლადიმირ ჟირინოვსკი დროებით დახვრეტის შემოღებას მოითხოვს>>

მისი თქმით, ინფექციისგან თავდაცვა ცემინების ან ხველების დროს სახეზე ხელის აფარებითაც შეიძლება, მაგალითად, მოხრილ მკლავში თავის ჩარგვით.  

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ამ დროისათვის კორონავირუსით 165 ადამიანია ინფიცირებული. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი. ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 936 ადამიანს მიაღწია. აქედან ჩინეთზე 80 151 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (4 812 კაცი), მესამეზე ირანი (1501), ხოლო მეოთხეზე იტალია (2036). სულ ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 3 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 47 995 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0