მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მდინარის პირას უცნობი არსება იპოვეს: ვრცელდება ფოტო

© Sputnik / Alexander Imedashviliხალხი მდინარის პირას
ხალხი მდინარის პირას - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელებითა და მედიით კიდევ ერთი ​ამოუცნობი ცხოველის  ფოტო ვრცელდება, რომელიც მდინარის პირად იპოვა ადგილობრივმა ახალგაზრდამ

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ერთდროულად თევზისა და ნიანგის მსგავსი უცნაური არსება იპოვეს ბრიტანელებმა უელსის მახლობლად, მდინარის პირად, იუწყება გამოცემა Daily Star-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, იდუმალი არსება ადგილობრივი ქალის, სახელად კლერის  ვაჟმა იპოვა.

„ეს ცხოველი ნამდვილი იყო — გახრწნა ჰქონდა დაწყებული და ყარდა“, — განაცხადა ქალმა.

​მალე ამოუცნობი ცხოველის  ფოტო სოციალურ ქსელ Facebook-ში აიტვირთა. იუზერების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ის ძალიან ჰგავდა მისისიპის ჯავშნოსანას, იგივე ალიგატორულ ქარიყლაპიას.

ნაპოვნით დაინტერესდნენ ზოოდამცველებიც.

„მისისიპის ჯავშნოსნებისთვის თავისუფლების შეზღუდვა ბევრი  წლის განმავლობაში აკრძალული იყო. მათი შენახვა ძალიან რთულია, ვინაიდან შეიძლება ძალიან დიდი გაიზარდოს. ამასთან მათი მოთხოვნები „ტყვეობაშიც“ იგივე რჩება, რაც ველურ ბუნებაში“, — განუცხადა გამოცემას ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, პატრონები ხშირად ტოვებენ ეგზოტიკურ ცხოველებს მიუსაფრად, როდესაც მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებენ. 

ოკეანის სიღრმიდან გამორიყულმა უთვალებო არსებამ მეთევზეები შეაშინა: ვრცელდება ფოტო>>

მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქარიშხალმა „სიარამ“ შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ზღვის იდუმალი არსების ჩონჩხი გამორიყა. ეს იყო გველისებური ჩონჩხი რქისმაგვარი წანაზარდებით. საზღვაო ბიოლოგიის სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ჯერჯერობით არ შეუძლიათ ცხოველის იდენტიფიცირება.

ყველა ახალი ამბავი
0