მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოკეანის სიღრმიდან გამორიყულმა უთვალებო არსებამ მეთევზეები შეაშინა: ვრცელდება ფოტო

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპლაჟი მექსიკაში
პლაჟი მექსიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
​თვითმხილველებს შორიდან ის მკვდარი დელფინი ეგონათ, თუმცა ზღვის ცხოველის ახლოდან დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მას თვალები არ ჰქონდა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მექსიკელმა მეთევზეებმა ნახევარკუნძულ პუნტა მიტას სანაპიროზე ზღვის უცნობი არსება აღმოაჩინეს, წერს ადგილობრივი პორტალი Tribuna de la Bahía.

გავრცელებული ინფორმაციით, არსებას ბასრი კბილები, დელფინის ცხვირი და წაგრძელებული სხეული აქვს.

​თვითმხილველებს შორიდან ის მკვდარი დელფინი ეგონათ, თუმცა ზღვის ცხოველის ახლოდან დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მას თვალები არ ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივ წყლებში რამდენიმეკილომეტრიანი ღრმული არსებობს, მპოვნელები ვარაუდობენ, რომ არსება ოკეანის ფსკერის ბინადარია.

ადგილობრივებში გავრცელებული მოსაზრებით, ღრმულში არაერთი იდუმალი არსება ცხოვრობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარიშხალმა „სიარამ“ შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ზღვის იდუმალი არსების ჩონჩხი გამორიყა. ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოზე ჩანს გრძელი, გველისებური ჩონჩხი რქისმაგვარი წანაზარდებით. საზღვაო ბიოლოგიის სპეციალისტები აღიარებენ, რომ ჯერჯერობით არ შეუძლიათ ცხოველის იდენტიფიცირება.

 

ყველა ახალი ამბავი
0