მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ასახელებს ზედაპირებს, რომლებზეც კორონავირუსი ყველაზე დიდხანს ცოცხლობს

© photo: AFP 2020 / LUCA SOLAკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის მიზეზი შესაძლოა სხადასხვა სახის ზედაპირი იყოს და არა ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სანიტარულმა სამსახურმა შეისწავლა, რა დროის განმავლობაში რჩება კორონავირუსი სხვადასხვა სახის ზედაპირზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuter-ი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) დირექტორ რობერტ რედფილდზე დაყრდნობით.

„სპილენძსა და ფოლადზე ვირუსი ტიპიური სახით დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ნარჩუნდება. სხვა ზედაპირებზე — ქაღალდსა თუ პალასტმასაზე — უფრო დიდ ხანს და ჩვენ ამას ვიკვლევთ“, — განაცხადა რედფილდმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ სხდომაზე. 
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ვრცელდება უჰანელი ექიმების რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით: როგორ მოვიქცეთ

გარდა ამისა, ცენტრის დირექტორის თქმით, სწორედ ინფიცირებული ზედაპირი შეიძლებოდა გამხდარიყო კორონავირუსის გავრცელების მიზეზო საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე და არა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადება. 

შეგახსენებთ, ხომალდი Diamond Princess-ი იაპონიის ხელისუფლებამ ორკვირიან კარანტინზე გადაიყვანა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც ჰონკონგში ჩავიდა, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია დაუდგინდა. ხომალდის ბორტზე  3 711 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 2 666 მგზავრი და ეკიპაჟის 1045 წევრი. ცნობილია, რომ ლაინერზე ინფიცირებული მგზავრებიდან ორი გარდაიცვალა. 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ 16 პაციენტი რჩება>>

ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით COVID 2019-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 83 389 ადამიანს შეადგენს. აქედან ჩინეთზე 78 824 ათასი დადასტურებული შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა, სადაც ამ დროისათვის უკვე 2022 კაცია დასნებოვნებული. სულ კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გარდაცვლილია 2 858 კაცი, აქედან ჩინეთში — 2 682. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა 36 57 პაციენტი (ჩინეთში 26 403 კაცი).

ყველა ახალი ამბავი
0