დადასტურებულია მეცნიერულად: ოთახის განიავება უსარგებლო საქმეა

CC0 / Pixabay / ღია ფანჯარა
ღია ფანჯარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანადელმა მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის დასამტკიცებლად, რომ ოთახის განიავება არაეფექტურია ჰაერში არსებულ მავნე ნაწილაკებთან ბრძოლაში.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. შენობაში დაბინძურებულ ჰაერთან განიავებით ბრძოლა არც ისე კარგი იდეაა, ირწმუნებიან კანადელი მეცნიერები, რის შესახებაც Science Advances-ი წერს.

სწავლულების თქმით, ფანჯრების გაღების შემდეგ ინფექციური აგენტები ოთახის კედლებსა და ინტერიერის ნივთებზე ილექება, მერე კი ისევ ჰაერში აღმოჩნდება.

კანადელმა მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის დასამტკიცებლად, რომ ოთახის განიავება არაეფექტურია. 

შიდსი - Sputnik საქართველო
ექიმის რჩევები საქართველოს მოსახლეობას — როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერისგან

ტორონტოს უნივერსიტეტის თანამშრომლები ექსპერიმენტის ფარგლებში სატესტო ოთახებში ჰაერს ყველაზე გავრცელებული მავნე ნივთიერებებით აბინძურებდნენ, კერძოდ, კარბოქსილის მჟავითა (ჰაერში გამოიყოფა საკვების მომზადების დროს) და ამიაკით (შედის საწმენდი და კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში).

ცდის მონაწილეები ასრულებდნენ საოჯახო საქმეებს — რეცხავდნენ, ალაგებდნენ, ამზადებდნენ საჭმელს და ა.შ. ამის შემდეგ მეცნიერები ჯერ დახურულ ოთახში საშიში ნივთიერებების კონცენტრაციას ამოწმებდნენ, მერე კი კარებსა და ფანჯრებს აღებდნენ და ნახევარი საათით ანიავებდნენ ოთახს. ამის შემდეგ კვლავ ატარებდნენ გაზომვებს.

შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. შენობის ხანგრძლივი განიავების შემთხვევაშიც კი საშიში ნივთიერებების კონცენტრაცია თავდაპირველად ეცემა, შემდეგ კი, დაახლოებით 8-დან 55 წუთამდე დროში, ისეთივე დონეს აღწევს, როგორიც განიავებამდე იყო.

„ანუ, კარებისა და ფანჯრების გაღებით ჰაერის ეფექტურად გაწმენდა არ გამოდის — საჭიროა ვენტილაციის სპეციალიზებული სისტემები“, — დაასკვნეს სწავლულებმა.

მათი თქმით, ჰაერის სისუფთავეზე ნეგატიური ზემოქმედების წყარო — რბილი ზედაპირებია, რომლებიც მტვერსა და სხვა ნაწილაკებს „ისრუტავს“. ასეთებია: ფარდები, შპალერი, რბილი ავეჯი, პარკეტი და სხვა მოზრდილი საგნები. ამიტომ, მეცნიერების რჩევით, ოთახში ჰაერის განიავება დღეში რამდენჯერმეა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0