15:52 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
146 0 0

დღეს თურქეთ-ირანის საზღვრისპირა ტერიტორიაზე სულ 28 აფტერშოკი დაფიქსირდა, უძლიერესი 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ირანისა და თურქეთის საზღვარზე ბოლო დღე-ღამეში მეორე - 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC).

EMSC-ის ინფორმაციით, ახალი ბიძგები თბილისის დროით 20:00 საათზე მოხდა. ეპიცენტრი მდებარეობდა 160 კილომეტრში დასავლეთით ირანის ქალაქ თავრიზიდან და თურქეთის ქალაქ ოზალპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 52 კილომეტრში. კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ეს უკვე მეორე მიწისძვრაა თურქეთისა და ირანის საზღვარზე, რომელიც კვირას, 23 თებერვალს მოხდა. პირველი მიწისძვრის შედეგად ირანში 75 ადამიანი დაშავდა, თურქეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა, 37 დაშავდა.

დღეს თურქეთ-ირანის საზღვრისპირა ტერიტორიაზე სულ 28 აფტერშოკი დაფიქსირდა, უძლიერესი 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მთავარი თემები