მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დედამიწის ფონდი: პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გრანტების გაცემას იწყებს

© AP Photo / ANDY ROGERSჯეფ ბეზოსი
ჯეფ ბეზოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯეფ ბეზოსის ფონდი მეცნიერებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს კლიმატის ცვლილებების პრობლემის აღმოსაფხვრელად.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელი, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ქმნის დედამიწის ფონდს პლანეტაზე კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. ამის შესახებ მან თავად დაწერა Instagram-ზე. 

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვქმნი ბეზოსის სახელობის დედამიწის ფონდს“, — წერს ის. 

მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები უდიდესი საფრთხეა პლანეტისთვის. ამიტომ სურს, ხელი შეუწყოს უკვე შესწავლილი მეთოდების გაუმჯობესებასა და ახალ აღმოჩენებს, რომლებიც კლიმატის დამანგრეველ ცვლილებებს შეაჩერებს.  

A post shared by Jeff Bezos (@jeffbezos) on

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი 10 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს ფონდისთვის, რომელიც მეცნიერებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.  

შეუსაბამო ქველმოქმედება: მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს მცირე თანხის გაღებისთვის აკრიტიკებენ

„გრანტების გაცემას ამ ზაფხულს დავიწყებ“, — წერს ბეზოსი. 

მან მოუწოდა კომპანიებს, ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უბრალო ადამიანებს, იმუშაონ ერთობლივად, ვინაიდან „დედამიწა — ეს ისაა, რაც ყველას გვაერთიანებს და ის ერთად უნდა დავიცვათ“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეფ ბეზოსი კვლავ პირველია Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში. 115,5 მლრდ დოლარის ქონებით მან უკან ჩამოიტოვა Louis Vuitton Moеt Hennessy-ს პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომლის ქონებაც 112,9 მლრდ დოლარად ფასდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0