მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა ავტობუსში კალიფორნიაში: ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა

გამოწერა
ავტობუსში სროლის მომენტში იმყოფებოდა 40 ადამიანი, მსროლელი დაკავებულია, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკოს სრუტისკენ მიმავალ ავტობუსში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა, იუწყება ტელეარხი NBC News.

ღამის კლუბი „ბასიანი“ - Sputnik საქართველო
ღამის კლუბ „ბასიანთან“ სროლა იყო: ერთი პირი დაკავებულია, არიან დაჭრილები

სროლა ავტობუსში, რომელშიც 40-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ ბეიკერსფილდთან ახლოს მოხდა - პოლიციაში მგზავრებისგან ზარები შევიდა. სროლის დაწყების შემდეგ მძღოლმა ავტობუსი გააჩერა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მგზავრი სერიოზულად დაიჭრა, რამდენიმეს - საშუალო სიმძიმის ჭრილობა აქვს მიღებული. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ეჭვმიტანილი მსროლელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0