თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკოს სრუტისკენ მიმავალ ავტობუსში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა, იუწყება ტელეარხი NBC News.
სროლა ავტობუსში, რომელშიც 40-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ ბეიკერსფილდთან ახლოს მოხდა - პოლიციაში მგზავრებისგან ზარები შევიდა. სროლის დაწყების შემდეგ მძღოლმა ავტობუსი გააჩერა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მგზავრი სერიოზულად დაიჭრა, რამდენიმეს - საშუალო სიმძიმის ჭრილობა აქვს მიღებული. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, ეჭვმიტანილი მსროლელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.