16:47 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2487)
4310

ქვეყანამ ევროკავშირი, გრინვიჩის დროით,  31 იანვრის 23 საათზე უნდა დატოვოს, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში არსობრივად არაფერი შეიცვლება

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების საბჭომ საბოლოოდ მოიწონა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ შეთანხმება, იუწყება РИА Новости ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე მიიღო ბრიტანეთთან ეს შეთანხმება.

ქვეყანამ ევროკავშირი, გრინვიჩის დროით,  31 იანვრის 23 საათზე უნდა დატოვოს (თბილისის დროით, 1 თებერვლის 03:00 საათი). თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში არსობრივად არაფერი შეიცვლება: იქნება გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ შემდგომ ურთიერთობებზე. 

შეგახსენებთ: Brexit-ის შესახებ დოკუმენტს დედოფალმა ელისაბედმა 23 იანვარს მოაწერა ხელი. მანამდე ბრიტანეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის პირობების შესახებ. 

თავდაპირველი გეგმით, Brexit-ი 2019 წლის 29 მარტს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პარლამენტმა რამდენჯერმე უარყო ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის წინადადება ბრიუსელთან პირობების შეთანხმების თაობაზე. შედეგად, ლონდონმა ჯერ 12 აპრილამდე გადადო ევროკავშირიდან გასვლა, შემდეგ 31 ოქტომბრამდე, ბოლოს კი 2020 წლის იანვრის ბოლომდე.

თემები:
მსოფლიო დღეს (2487)

მთავარი თემები