დასახელდა აუცილებელი პროდუქტები გზის პირზე მცხოვრებთათვის: მეცნიერთა ჩამონათვალი

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeსახლი გზის პირას
სახლი გზის პირას - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვების ასეთი კორექტირება რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მეცნიერებმა შეადგენეს პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელი და სასარგებლოა ავტოტრასებთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის.

სწავლულები აცხადებენ, რომ რაციონში ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე საკმარისი რაოდენობის დანამატები უნდა შედიოდეს. 

მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით - Sputnik საქართველო
პროდუქტები, რომლებიც მამაკაცის სისხლში ქალური ჰორმონების დონეს ზრდის: კვლევის შედეგები

კვების ასეთი კორექტირება რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მეცნიერთა ჯგუფებმა ჩაატარეს, დაადგინა, რომ რაციონში ისეთი დანამატების ჩართვა, რომლებშიც შედის E და C ვიტამინები და თევზის ქონი, ხელს უწყობს დაბინძურებული ჰაერის უარყოფით გავლენასთან ბრძოლას.

მათი თქმით, სასარგებლოა რაციონში ხილ-ბოსტნეულისა და თევზის აქტიური გამოყენება. მათი საშუალებით შესაძლებელია გამონაბოლქვი აირებით გაჯერებული ჰაერის, საბურავების მიკროწვის პროდუქტებისა და პოლიმერების შემცველი მტვრის უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება.

13 ეფექტური პროდუქტი კიბოს წინააღმდეგ: რა უნდა მიირთვათ, რომ იყოთ ჯანმრთელი

გზების მახლობლად მცხოვრები ადამიანები მუდმივად შეისუნთქავენ საშიშ ნაწილაკებს, ნახშირორჟანგს, აზოტის დიოქსიდსა და ორგანულ ქიმიურ ნაერთებს. დაბინძურებული ჰაერი მნიშვნელოვნად ზრდის რესპირატორული, სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს, უარყოფითად მოქმედებს კოგნიტურ შესაძლებლობებსა და ძვლის ქსოვილის მდგომარეობაზე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კვების რეჟიმის კონტროლმა გზების სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემების შემცირების საშუალება მისცა. ისინი დიდი ქალაქების მოსახლეობას განსაკუთრებით ურჩევენ ბროკოლის მოხმარებას მის შემადგენლობაში სულფორაფანის არსებობის გამო. როგორც კვლევამ აჩვენა, ამ ნივთიერებას ტრანსპორტის გამონაბოლქვში არსებული მავნე ქიმიური ნაერთების ზემოქმედებისგან ნაწილობრივი დაცვა შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0