პროდუქტები, რომლებიც მამაკაცის სისხლში ქალური ჰორმონების დონეს ზრდის: კვლევის შედეგები

CC0 / Pixabay / მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით
მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით - Sputnik საქართველო
ხმის დაბოხება, კანზე თმიანი საფარის შემცირება — ეს ასევე შეიძლება იყოს ორგანიზმში ქალური ჰორმონის დიდი კონცენტრაციის მაჩვენებელი.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც მამაკაცებში ქალური ჰორმონის — ესტროგენის რაოდენობას ზრდის. მათი თქმით, ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ყავასა და ლუდს.

დასავლეთ ტეხასის აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლულებმა შეადგინეს ცხრილი სხვადასხვა პროდუქტში შემავალი ფიტოესტროგენების რაოდენობის შესახებ. ამ ნივთიერების ყველაზე დიდი რაოდენობა ლუდის ალაოში აღმოაჩინეს. 

სამკურნალო პრეპარატები - Sputnik საქართველო
სამეცნიერო კვლევა: „პარაცეტამოლი“ სქესობრივ ჰორმონებს კლავს, ნაყოფს კი საფრთხეს უქმნის

მეცნიერები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ლუდის მოყვარულებს ღიპი ეზრდებათ და ჭარბი ცხიმის მარაგი უგროვდებათ.

ხმის დაბოხება, კანზე თმიანი საფარის შემცირება — ეს ასევე შეიძლება იყოს ორგანიზმში ქალური ჰორმონის დიდი კონცენტრაციის მაჩვენებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 30-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცებმა მიიღეს მონაწილეობა. ექვსი თვის განმავლობაში ისინი ყოველდღე სვამდნენ ახლად მოდუღებულ ყავას.

წაიკითხეთ აქ:ექიმი გვირჩევს - ოთხი მავნე პროდუქტის უნიკალური სარგებელი

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დღეში ერთი ფინჯანი ყავა მამაკაცებს, სექსუალური თვალსაზრისით, უფრო აქტიურს ხდიდა — ტესტოსტერონის დონე მაღალი რჩებოდა. გარდა ამისა, აღინიშნებოდა პოტენციის მატებაც.

მაგრამ მათ, ვინც დღეში ერთ ფინჯანზე მეტ ყავას სვამდა, განაყოფიერების დონის დაქვეითება გამოუვლინდათ. ამის მიზეზი შესაძლოა სისხლში ესტროგენების დონის მატება იყოს. 

წაიკითხეთ აქ: მეცნიერები გვირჩევენ - რომელ ზეთში შეიძლება პროდუქტის 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში წვა

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტკბილ გაზიან წყლებში შედის დიდი რაოდენობით კოფეინი, რაც უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ჰორმონების დონეზე.

გარდა ამისა, არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომლებიც, გამოყენებული რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე ზრდის მამაკაცის სისხლში ქალური ჰორმონის დონეს. ასეთებია: პარკოსნები და სოიოს პროდუქტები, სელისა და სიმინდის ზეთი, ცხიმიანი თევზი და რძე, თეთრი პური და ფუნთუშეული.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური