მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რეკორდული დრო: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის პათოგენი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 კაცს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ჩინეთმა შეძლო რეკორდულ დროში დაედგინა პნევმონიის გამომწვევი პათოგენი, რაც მაღალ შეფასებას იმსახურებს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. 

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ექიმები მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

„ჩინეთმა [პნევმონიის] აფეთქების დასაწყისშივე გამოავლინა პათოგენი. ეს იყო რეკორდული დრო და ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოება დიდად ვაფასებთ ამას“, — განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 კაცს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია: ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0