01:47 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (879)
83 0 0

ამ დროისათვის არსებული ცნობით, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ ჩინეთის მატერიკულ ნაწილში 2744 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 80 გარდაიცვალა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ჩინეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ შეძლებს დაამარცხოს ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის ეპიდემია, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა. 

„ამ დროისათვის ჩინეთის მთავრობა ეფექტურ ზომებს იღებს ეპიდემიის პროფილაქტიკის კუთხით და მჭიდრო კონტაქტი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ შეძლებისდაგვარად მალე შევძლებთ ვითარების კონტროლქვეშ მოქცევას და საბოლოო ჯამში დავამარცხებთ ეპიდემიას“, — ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პეკინში ჩინეთის ხელისუფლებასა და ექსპერტებთან შესახვედრად მიემგზავრება, რათა მათთან ერთად განიხილოს ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა დღეიდან, 27 იანვრიდან შეაჩერა ტურისტული ჯგუფების გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. დაავადება გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ ჩინეთის მატერიკულ ნაწილში 2744 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 80 გარდაიცვალა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (879)

მთავარი თემები