ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ხელისუფლება განაგრძობს საგანგებო ზომების მიღებას კორონავირუსის გავრცელების გამო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
პროვინციის კიდევ ცხრა ქალაქში, გარდა ეპიდემიური ცენტრი უჰანისა, დროებით შეწყდა სატრანსპორტო გადაადგილება. განსაკუთრებულ ზონაში მოხვდნენ უჰანი, ჩიბი, ეჩჟოუ, ჰუანგანი, სიანტაო, ჩჟიცზიანი, ციანცზიანი, ჰუანში, ენში და სიანნინი.
კორონავირუსით დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. საავადმყოფოებს გადაეცათ დირექტივები ინფექციასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის მიზნით, მთელ მსოფლიოში გაძლიერებულია ჩინეთიდან შესული ტურისტების შემოწმება.
კორონავირუსები – ეს არის ვირუსების ფართო ოჯახი, რომლებიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამ მომენტისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არსებობს.