13:47 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1131)
83 0 0

ირანის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობას

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თეირანი მზად არის ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის, თუ აშშ შეცვლიან კურსს და ირანის წინააღმდეგ სანქციებს მოხსნიან, იუწყება РИА Новости გერმანულ ჟურნალ Spiegel-ზე დაყრდნობით.

ირანი თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში აშშ-ს ადანაშაულებს >>

აშშ-ის და ირანის ურთიერთობები იანვრის დასაწყისში ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანი განადგურების შემდეგ გამწვავდა, რასაც პასუხად ირანის მხრიდან ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევა მოჰყვა. პენტაგონის მონაცემებით, შეტევის შედეგად 34 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

„არასდროს გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანები შეიცვლიან მიდგომას და რეალობას აღიარებენ. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვინ ზის თეთრ სახლში. მნიშვნელოვანია, როგორ იქცევიან ისინი. ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია გამოასწოროს თავისი წარსული, მოხსნას სანქციები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. ჩვენ დღემდე ვიმყოფებით მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ისინი თვითონ წავიდნენ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა.

2018 წელს აშშ-მა ცალმხრივად დატოვა გარიგება ირანთან, რომელიც ბირთვულ პროგრამას ეხებოდა და თეირანის წინააღმდეგ კვლავ სანქციები დააწესა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანული ნავთობის ნულამდე შემცირების აუცილებლობის შესახებ განაცხადა და მოქმედი სანქციების დამრღვევთა წინააღმდეგადაც სანქციები შემოიღო.

თემები:
მსოფლიო დღეს (1131)

მთავარი თემები