მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანში აშშ-თან მოლაპარაკების განახლების პირობები დაასახელეს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშითეირანის ქუჩაბში
თეირანის ქუჩაბში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობას

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თეირანი მზად არის ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის, თუ აშშ შეცვლიან კურსს და ირანის წინააღმდეგ სანქციებს მოხსნიან, იუწყება РИА Новости გერმანულ ჟურნალ Spiegel-ზე დაყრდნობით.

ირანი თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში აშშ-ს ადანაშაულებს >>

აშშ-ის და ირანის ურთიერთობები იანვრის დასაწყისში ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანი განადგურების შემდეგ გამწვავდა, რასაც პასუხად ირანის მხრიდან ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევა მოჰყვა. პენტაგონის მონაცემებით, შეტევის შედეგად 34 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

გენერალ სულეიმანის დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გაიმეორებს სულეიმანის ბედს: აშშ „ქუდსის“ ახალ ლიდერს ემუქრება

„არასდროს გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანები შეიცვლიან მიდგომას და რეალობას აღიარებენ. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვინ ზის თეთრ სახლში. მნიშვნელოვანია, როგორ იქცევიან ისინი. ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია გამოასწოროს თავისი წარსული, მოხსნას სანქციები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. ჩვენ დღემდე ვიმყოფებით მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ისინი თვითონ წავიდნენ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა.

2018 წელს აშშ-მა ცალმხრივად დატოვა გარიგება ირანთან, რომელიც ბირთვულ პროგრამას ეხებოდა და თეირანის წინააღმდეგ კვლავ სანქციები დააწესა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანული ნავთობის ნულამდე შემცირების აუცილებლობის შესახებ განაცხადა და მოქმედი სანქციების დამრღვევთა წინააღმდეგადაც სანქციები შემოიღო.

ყველა ახალი ამბავი
0