22:03 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1934)
11310

რუსეთის ლიდერმა კრემლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით განცხადება გააკეთა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ნეგატიური მოვლენების თავიდან აცილება ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება, იუწყება РИА Новости.

„შეცდომა კრიზისის დროს“ - ირანმა აღიარა, რომ უკრაინის Boeing-ი შემთხვევით ჩამოაგდო >>

ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა განაცხადა პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შემდეგ.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ასეთი არასასურველი მოვლენათა განვითარების თავიდან აცილებას - ამისათვის ვიკრიბებით სწორედ, მათ შორის დღესაც, ქალბატონ ფედერალურ კანცლერს შევხვდით მოსკოვში, რათა ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები განგვეხილა“, - განაცხადა პუტინმა.

დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც ერაყში ამერიკული სპეცოპერაციის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი დაიღუპა. ირანმა ამის საპასუხოდ ერაყში განთავსებულ ორ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. დარტყმის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს საკუთარი სამხედრო ძალის გამოყენება და მხოლოდ ახალი სანქციებით შემოიფარგლება.

ოთხშაბათს, 8 იანვარს იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ლაინერი Boeing 737 ჩამოვარდა. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. საუბედუროდ, ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა.  დაღუპულთა შორის 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), 10 შვედი, 4 ავღანელი და 3-3 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

ირანის გენერალურ შტაბში განმარტეს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რადგან ის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტის მახლობლად მიფრინავდა და მობრუნება შეასრულა იმგვარად, რომ შეცდომით მტრის სამიზნეში აერიათ. ეს მოხდა გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის ფონზე, აშშ-ს შესაძლო რეაგირების გათვალისწინებით ერაყში აშშ-ს ბაზებზე სარაკეტო დარტყმების გამო.

თემები:
მსოფლიო დღეს (1934)

მთავარი თემები