მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანი თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში აშშ-ს ადანაშაულებს

© AP Photo / Mohammad Nasiri Boeing 737-ის ავიაკატასტროფა თეირანთან
 Boeing 737-ის ავიაკატასტროფა თეირანთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეირანში განაცხადეს, რომ იმ ავბედით ღამეს ირანული სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო, რადგან ცაში ბევრი სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავდა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის ქმედების შედეგია, დარწმუნებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ამირ ალი ჰაჯიზადე, იუწყება РИА Новости.

„შეცდომა კრიზისის დროს“ - ირანმა აღიარა, რომ უკრაინის Boeing-ი შემთხვევით ჩამოაგდო >>

ფსიქოლოგიური ომი: ირანი უკრაინული თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებას უარყოფს - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგიური ომი: ირანი უკრაინული თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებას უარყოფს

ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოკლეს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი. შეტევის შედეგად კიდევ ათი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, მედიის ცნობით, შეერთებული შტატები იემენში IRGC–ს კიდევ ერთი მეთაურის მკვლელობას გეგმავდნენ, მაგრამ ოპერაცია ჩავარდა. თეირანმა მომხდარს უწოდა დანაშაული, ვაშინგტონის „ყველაზე დიდი შეცდომა“ და შურისძიებას დაჰპირდა. ამის შემდეგ ირანმა განახორციელა დარტყმები ერაყში მდებარე ობიექტებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

„ეს არის რეგიონში ამერიკელთა ბოროტების და ქმედებების საფასური. იმ ღამით ჩვენი სისტემები სრულ სამხედრო მზადყოფნაში იყო. ღამით ცაში ბევრი სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავდა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჰაჯიზადემ.

მიუხედავად ამისა, ის საკუთარ პასუხისმგებლობასაც არ გაურბის.

„როდესაც გავიგე, რა მოხდა, სიკვდილი მომინდა. მერჩია მომკვდარიყავი, ვიდრე ამ ინციდენტის მოწმე გავმხდარიყავი“, - აღნიშნა მან.

მეთაურის თქმით, Boeing 737 მცირე სიშორის რაკეტით ჩამოაგდეს. ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემას იგი ფრთოსან რაკეტაში აერია. ოპერატორს მხოლოდ ათი წამი ჰქონდა იმისათვის, რომ გადაეწყვიტა, ჩამოეგდო თუ არა სამიზნე, მაგრამ კავშირის გაუმართაობის გამო, მან ვერ შეათანხმა გადაწყვეტილება სარდლობასთან და, როგორც ჰაჯიზადემ აღნიშნა, „ცუდი არჩევანი გააკეთა".

ავიაკატასტროფა თეირანის მახლობლად

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი 8 იანვარს დილით გამოფრინდა იმამ ხომეინის აეროპორტიდან, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ გაქრა რადარებიდან და ჩამოვარდა. გარდაიცვალა 176-ვე ადამიანი: 167 მგზავრი ირანიდან, უკრაინიდან, კანადიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან და ავღანეთიდან და ეკიპაჟის ცხრა წევრი.

გენერალ სულეიმანის დაკრძალვა ირანში - Sputnik საქართველო
წითელი ხაზები აღარ არსებობს: აშშ და ირანი გამწვავების კურსს განაგრძობენ

ირანის საავიაციო ხელისუფლებამ თავდაპირველად უარყო, რომ Boeing 737 რაკეტამ ჩამოაგდო. როგორც ჰაჯიზადემ განმარტა, მათ არაფერი იცოდნენ: გენერალურმა შტაბმა სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობას კატასტროფის მიზეზების შესახებ არ აცნობა.

მიუხედავად ამისა, ამ დილით გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს. პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მომხდარს „უდიდესი ტრაგედია და უპატიებელი შეცდომა" უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ირანის მხრიდან ელოდება ბრალის სრულ აღიარებას, ოფიციალურ ბოდიშს, დამნაშავეთა დასჯას და კომპენსაციის გადახდას.

ყველა ახალი ამბავი
0