მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერაყში ვიდეოსააგენტო Ruptly-ს ოპერატორი მოკლეს

© AP Photo / Khalid Mohammedკვირის ფოტო. დემონსტრანტები ბაღდადში
კვირის ფოტო. დემონსტრანტები ბაღდადში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერატორი მოკლეს დემონსტრაციის გადაღების შემდეგ, რომელზეც აპროტესტებდნენ იმას, რომ ერაყი აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების პლაცდარმად აქციეს

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა თავის Telegram-არხზე ერაყში ვიდეოსააგენტო Ruptly-ს ოპერატორის დაღუპვის შესახებ დაწერა.

„შეცდომა კრიზისის დროს“ - ირანმა აღიარა, რომ უკრაინის Boeing-ი შემთხვევით ჩამოაგდო >>

ოპერატორი მოკლეს დემონსტრაციის გადაღების შემდეგ, რომელზეც აპროტესტებდნენ იმას, რომ ერაყი აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების პლაცდარმად აქციეს, იუწყება RT-ს Telegram-არხი.

„ერაყში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ჩვენი სტრინგერ-ოპერატორი სააფა გალი მოკლეს. სააფა აქტიურად იღებდა მასალებს რეგიონში ჩვენი ვიდეოსააგენტო Ruptly-სთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მის ოჯახს დავეხმაროთ“, - დაწერა მან.

აღნიშნულია, რომ სტრინგერი ადგილობრივი მედიისთვის სიუჟეტს იღებდა.

ყველა ახალი ამბავი
0