თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა თავის Telegram-არხზე ერაყში ვიდეოსააგენტო Ruptly-ს ოპერატორის დაღუპვის შესახებ დაწერა.
„შეცდომა კრიზისის დროს“ - ირანმა აღიარა, რომ უკრაინის Boeing-ი შემთხვევით ჩამოაგდო >>
ოპერატორი მოკლეს დემონსტრაციის გადაღების შემდეგ, რომელზეც აპროტესტებდნენ იმას, რომ ერაყი აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების პლაცდარმად აქციეს, იუწყება RT-ს Telegram-არხი.
„ერაყში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ჩვენი სტრინგერ-ოპერატორი სააფა გალი მოკლეს. სააფა აქტიურად იღებდა მასალებს რეგიონში ჩვენი ვიდეოსააგენტო Ruptly-სთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მის ოჯახს დავეხმაროთ“, - დაწერა მან.
აღნიშნულია, რომ სტრინგერი ადგილობრივი მედიისთვის სიუჟეტს იღებდა.