22:12 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (676)
81 0 0

რუსეთში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის თავმჯდომარემ შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ნახევარი წლით გაგრძელდება. 

„რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, ჩვენ მოვისმინეთ საფრანგეთისა და გერმანიის მოხსენებები პარიზში „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტის შემდეგ. ამან საშუალება მოგვცა, გაგვეზიარებინა მოსაზრებები რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მიგვეღო გადაწყვეტილება სანქციების ექვსი თვით გაგრძელების შესახებ“, — განუცხადა მიშელმა ჟურნალისტებს. 

პროცედურების თანახმად, პოლიტიკური გადაწყვეტილება დოკუმენტურად ერთ-ორ კვირაში გაფორმდება, რის შემდეგაც გამოქვეყნდება და ძალაში შევა. წინა გადაწყვეტილებით, სანქციები 2020 წლის 31 იანვრამდე იყო გახანგრძლივებული.

მოსკოვის რეაქცია

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ ეკონომიკური სანქციების გაგრძელება მაინც ვერ უქმნის საფრთხეს რუსეთს. 

„ეს არ ამშვენებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. სანქციების გაგრძელება ჩვენს ქვეყანას ვერანაირ ეკონომიკურ საფრთხეებს ვერ უქმნის. სანქციებმა, პირიქით, ერთ მუშტად შეგვკრა და დაგვეხმარა, გადაგვეჭრა მთელი რიგი ეკონომიკური საკითხები“, — განუცხადა შერემეტმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს.

მისი თქმით, სანქციები მხოლოდ ქვეყნებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას უშლის ხელს და, მიუხედავად ვადის გახანგრძლივებისა, „რუსეთი კვლავაც განაგრძობს სხვა სახელმწიფოებთან მეგობრულ პოლიტიკას“.

ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრმა სერგეი ცეკოვმა კი აღნიშნა, რომ უკვე დროა, ევროკავშირის ლიდერებმა გამოავლინონ ნება და „უარი თქვან არასწორ გადაწყვეტილებებზე“.

„[ევროკავშირის ლიდერებს] უნდა ჰქონდეთ არასწორ გადაწყვეტილებებზე უარის თქმისა და უფრო ცოცხალ ორგანიზმად გადაქცევის უნარი. დღეისათვის ეს გაყინული, ამორფული სტრუქტურაა, რომელიც თავისთვის დამღუპველ კალაპოტში მოექცა და არ შეუძლია ამაზე უარის თქმა. ეს შეეხება როგორც სანქციებს, ისე ევროკავშირის არსებობის სხვა პრინციპებს, რომელიც ახლა ძალიან მოუქნელია თავისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში“, — აღნიშნა ცეკოვმა.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა უკრაინაში მომხდარი მოვლენების შედეგად დაძაბულობის ზრდის ფონზე. 2014 წელს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები ჯერ რუსეთის ცალკეულ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დაუწესეს, შემდეგ კი რუსეთის ეკონომიკის არაერთ დარგს დაუწესეს სანქციები. ამაზე პასუხად რუსეთმა შეზღუდა საკვები პროდუქტების იმპორტი მის წინააღმდეგ სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან: აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ნორვეგიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

 

თემები:
რუსეთი დღეს (676)

მთავარი თემები