მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის კონგრესმა მილსადენების რუსული პროექტების მიმართ სანქციები მოიწონა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გერმანიის მონაკვეთზე
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გერმანიის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის ოდენობა 2020 ფინანსური წლისთვის 738 მილიარდი დოლარი იქნება.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოიწონა, ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

მანამდე ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტებმა შეათანხმეს. ძალაში შესასვლელად დოკუმენტს ახლა ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

„ამ დროისათვის ჩვენ სერიოზული შეჯიბრი გვაქვს რუსეთთან და ჩინეთთან. ჩვენს მოწინააღმდეგეებს სურთ დაარღვიონ საერთაშორისო წესრიგი და მოიპოვონ გავლენა. ამიტომ ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტი 2020 ფინანსური წლისთვის მოიაზრებს იმგვარ ღონისძიებებს, რომლებიც ამერიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენაა მოწოდებული“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან დაკავშირებით ნავარაუდევია „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვა რუსული ენერგეტიკული მილსადენების მიმართ სანქციების დაწესებით“. 

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“  - Sputnik საქართველო
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ამუშავდება თუ არა გაზსადენი 2020 წელს

ის ასევე კრძალავს თურქეთისთვის გამანადგურებელ F-35-ის მიყიდვას რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ის გამოყენების გამო. ამასთან უშვებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას 300 მლნ დოლარის ოდენობით.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს აქტიურად ეწინააღმდეგებიან უკრაინა, რომელიც რუსული გაზის ტრანზიტიდან შემოსავლების მიღების დაკარგვის გამო შიშობს, ასევე პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და აშშ. ეს უკანასკნელი ევროკავშირში საკუთარი გათხევადებული ბუნებრივი აირის პოპულარიზაციას ეწევა.

აღნიშნული ქვეყნები რუსული მილსადენების პროექტებს „პოლიტიკურად“ აფასებენ და ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საშიშად მიიჩნევენ.

რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი აბსოლუტურად კომერციულია და კონკურენტული. ამასთან ის მიუთითებდა, რომ პროექტი არ ითვალისწინებს რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას უკრაინის გავლით.

ყველა ახალი ამბავი
0