04:25 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2095)
98 0 0

თანხა სასტუმროს ნომრის ან სხვა საცხოვრებელი ადგილის ღირებულების 2%–ს შეადგენს, სიახლე მომავალი წლიდან ამოქმედდება

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. 2020 წლის 9 დეკემბრიდან თურქეთის სასტუმროში დაბინავება დამსვენებლებს უფრო ძვირი დაუჯდებათ. ტურისტების დაბეგვრის შესახებ შესაბამის კანონს ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი. დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნებულია ოფიციალურ გამოცემაში Resmi Gazetе.

კანონის თანახმად, პირველ წელს გადასახადი ნომრის ღირებულების 1% იქნება, მეორე წლიდან – 2%. გადასახადებს გადაიხდიან სასტუმროები, პანსიონატები, სასტუმრო სახლები და სხვა ადგილები, სადაც ტურისტები შეძლებენ დაბინავებას. ამასთან, გადასახადი ცალკე დოკუმენტით გაფორმდება.

ამას წინათ თურქეთის ფინანსთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, 2020 წლიდან გადასახადი დაეკისრებინათ ოტელიერებისთვის, რომლებსაც ბიუჯეტში სასტუმროს ნომრების ღირებულების 1–დან 6%–მდე უნდა გადაერიცხათ. შედეგად, პარლამენტმა გადაწყვიტა გადასახადების დაკისრება ტურისტებზე და მისი განაკვეთის შეცვლა. შესაბამისი კანონპროექტი ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღეს.

ტურისტული დარგის წარმომადგენლები კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ მათ თხოვნას გამოხმაურება არ მოჰყვა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2095)

მთავარი თემები