18:47 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (460)
130 0 0

მანამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაადგინეს, რომ ღრმა (ნელი) ძილის არარსებობა ადამიანს სტრესის მიმართ მოწყვლადს ხდის და ზრდის შფოთვას.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ღამის კოშმარებში განცდილი შიში რეალურ ცხოვრებაში ადამიანს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა ნაშრომი გამოაქვეყნა ჟურნალმა Human Brain Mapping

კვლევაში 18 ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერები აკვირდებოდნენ ადამიანის ტვინის აქტივობას ძილის დროს. დადგინდა, რომ როცა მათ კოშმარები ესიზმრებოდათ, აქტიურდებოდა ტვინის ის ნაწილები, რომლებიც სტრესზე იყვნენ პასუხისმგებელი.

შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გაღვიძების შემდეგ ტვინის ეს უბნები კარგავდა აქტივობას – ადამიანები გაცილებით ნაკლებად რეაგირებდნენ სტრესზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაადგინეს, რომ ღრმა (ნელი) ძილის არარსებობა ადამიანს სტრესის მიმართ მოწყვლადს ხდის და ზრდის შფოთვას.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (460)

მთავარი თემები