19:51 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
51 0 0

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს მიაჩნია, რომ ევროპის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შექმნან სამხედრო ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიმძლავრეებს შეესაბამება.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მოახვიოს ნატოელ მოკავშირეებს თავისი წარმოების შეიარაღება, განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორანს პარლიმ გაზეთ Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში.

„არ შეიძლება დავუშვათ ვაშინგტონის ზეწოლა ნატოს წესდების მეხუთე მუხლით, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს დაიცვან სოლიდარობა, რაც მათ ამერიკული იარაღის ყიდვას აიძულებს“, — განაცხადა პარლიმ.

აღიარა რა, რომ შეერთებული შტატები ნატოს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავად მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უშიშროებაზე.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპას „ჯერ არ გააჩნია სამხედრო მექანიზმები, რომლებიც მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიმძლავრეებს შეესაბამება“.

„ნატო არასდროს იქნება ჩვენი სუვერენიტეტის ინსტრუმენტი, ის თავად ევროპელებმა უნდა ავაგოთ. სუვერენულმა ევროპამ და ნატომ ერთმანეთი უნდა განამტკიცონ“, — დაამატა ფლორანს პარლიმ.

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ უშიშროების უზრუნველყოფა ევროპაში შეუძლებელია რუსეთთან დიალოგის გარეშე.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები