06:47 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
91 0 0

აშშ-ის ლიდერის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ იცის, რეალურად ვინ შეუტია საუდის არაბეთის ნავთობობიექტებს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაციამ იცის, ვინ მიიტანა იერიში საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე და მზადაა შემდგომი მოქმედებებისთვის, წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ აკაუნტზე Twitter-ში.

„საუდის არაბეთის ნავთობს შეუტიეს. არსებობს საფუძველი ვთქვათ, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე... მაგრამ ველოდებით სამეფოსგან ინფორმაციას, ვინ მიაჩნიათ შეტევაში დამნაშავედ და რა პირობებით ვიმოქმედებთ ჩვენ“, — წერს აშშ-ის ლიდერი.

​აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპმა სანქცია გასცა აშშ-ის სტრატეგიული ნავთობმარაგის გამოყენებაზე აუცილებლობის შემთხვევაში.

14 სექტემბრის დილით ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებდა.

ოფიციალური მონაცემებით, აალება დრონების შეტევის შედეგად მოხდა. უპილოტო საფრენი აპარატებით საუდის არაბეთის ნავთობობიექტების დაბომბვაზე პასუხისმგებლობა იემენელმა მეამბოხე ჰუსიტებმა აიღეს თავზე, რის შემდეგაც სამეფომ ნავთობის მოპოვება თითქმის ორჯერ შემცირა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი „უპეცედენტო შეტევაში“ ირანი დაადანაშაულა და მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი თეირანის დასასჯელად.

თავად თეირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ირანს არანაირი კავშირი არა აქვს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმასთან.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები