17:21 03 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4381
  • 100 RUB4.3310
  • USD3.0463
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1799)
47 0 0

რეჟისორ ოლეგ სტეპჩენკოს ფილმში „დრაკონის ბეჭდის საიდუმლო“ მონაწილეობენ მსახიობები არნოლდ შვარცენეგერი, რუტგერ ჰაუერი, ჩარლზ დენსი და ჯეკი ჩანი.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მსახიობმა ჯეკი ჩანმა ბოდიში მოუხადა რუს მაყურებელს იმის გამო, რომ ვერ შეძლო დასწრებოდა რუსულ-ჩინური ფილმის „დრაკონის ბეჭდის საიდუმლოს“ პრემიერას მოსკოვში. მსახიობის ვიდეომიმართვა ტელეარხ CGTN-ით გადაიცა.

ფილმის პრემიერა 11 სექტემბერს გაიმართა კინოთეატრ „ოკტიაბრში“. წინა საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ჯეკი ჩანი სამუშაო გრაფიკში გაუთვალისწინებელი ცვლილებების გამო რუსეთში ვერ ჩავიდოდა.

„მსურს მივესალმო მეგობრებს რუსულენოვანი რეგიონებიდან და ჩემს თაყვანისმცემლებს. ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთში უნდა ჩამოვსულიყავი და შეგხვედროდით, მაგრამ მიზეზთა გამო, სამწუხაროდ, ვერ შევძელი ჩამოსვლა. მაპატიეთ, გეთაყვა“, — ამ  სიტყვებით მიმართა მსახიობმა რუს მაყურებელს.

ამის შემდეგ მან რუსულად წარმოთქვა სიტყვები „Прошу прощения“ და „Я вас люблю!“

გარდა ამისა, ჯეკი ჩანმა რუს მეგობრებს პეკინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 70 წლისთავი მიულოცა და ისურვა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა სამუდამოდ გაგრძელდეს.

რეჟისორ ოლეგ სტეპჩენკოს ფილმში „დრაკონის ბეჭდის საიდუმლო“ მონაწილეობენ როგორც რუსი და ჩინელი, ისე ამერიკელი და ინგლისელი მსახიობები. მათ შორის, არნოლდ შვარცენეგერი, რუტგერ ჰაუერი, ჩარლზ დენსი და ჯეკი ჩანი.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1799)

მთავარი თემები