მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკი მზადაა, გაუცვალოს მოსკოვს ღალატში ბრალდებული ჟურნალისტი

გამოწერა
ვიშინსკის თქმით, ის სრულიად უდანაშაულოა და ამიტომ მოითხოვს არა შეწყალებას, არამედ სამართლიან სასამართლოს.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. კიევი მზადაა, გაცვალოს პორტალ РИА новости Украина-ს ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთში გასამართლებულ ოლეგ სენცოვზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.

„ბატონ ვიშინსკისთან დაკავშირებით: თუ ეს პირველი ნორმალური ნაბიჯებია, თუ ასეთი პირობებია, მაშინ ჩვენ მზად ვართ. მოდით, თუ გნებავთ, ჩვენ გადმოგცემთ ბატონ ვიშინსკის, თქვენ კი დაგვიბრუნეთ ბატონი სენცოვი“, — თქვა უკრაინის ლიდერმა ტელეარხ „112. უკრაინას“ ეთერში.

ზელენსკის თქმით, ვიშინსკის სენცოვზე გაცვლა კეთილი ნების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.

ოლეგ სენცოვს რუსეთის სასამართლომ 20 წელი მიუსაჯა ყირიმში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით. ის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დივერსიული ჯგუფის შემადგენლობაში დააკავეს, რომელიც იალტაში, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში ტერაქტებს ამზადებდა. 

მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
სიმონიანმა უკრაინის პრეზიდენტს მის მშობლიურ ენაზე მიმართა: გაათავისუფლეთ ვიშინსკი

რაც შეეხება კირილ ვიშინსკის, ის კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დონბასის მხარდაჭერასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, რაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალისტმა ბრალდებას სიცრუე და მანიპულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ РИА Новости Украина-ს მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდში უკრაინის უშიშროების სამსახურს მის მიმართა არასდროს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.

ვიშინსკის თქმით, ის სრულიად უდანაშაულოა და ამიტომ მოითხოვს არა შეწყალებას, არამედ სამართლიან სასამართლოს.  

ეუთოს რეაქცია

მედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა კიევის ნაბიჯებზე კირილ ვიშინსკის მიმართ და მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ჟურნალისტი. 

ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი - Sputnik საქართველო
მოსკოვი მოუწოდებს გაეროს, ვიშინსკის საქმეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს

ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა ვიშინსკისთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციაში შემავალი ყველა ქვეყანა ვალდებულია შეუქმნას ჟურნალისტებს პირობები საიმისოდ, რომ მას ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და მასმედიის მუშაობაში ჩაურევლობა.

გარდა ამისა, გრემინგერმა აღნიშნა, რომ ეუთო ეწინააღმდეგება ჟურნალისტების დევნას მათი პროფესიული საქმიანობის გამო და მხარს უჭერს ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტის, მათ შორის ვიშინსკის გათავისუფლებას.

ყველა ახალი ამბავი
0