23:44 19 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2191
  • 100 RUB4.5608
  • USD2.8714
ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები: გამოქვეყნდა ეგზიტპოლების პირველი მონაცემები

© Sputnik / STRINGER
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (344)
258910

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლები მეორე ტურში უფრო მეტად აქტიურები არიან, ვიდრე პირველ ტურში

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. კომპანია New Image Marketing Group-მა ადგილობრივი დროით 12:00 საათისათვის ეგზიტპოლის მონაცემები გამოაქვეყნდა, იუწყება РИА Новости.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 8:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

12:00 საათის მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკი ხმების 71,8 %-ს იღებს, სახელმწიფოს მოქმედ მეთაურ პეტრო პოროშენკოს 28,2% აქვს.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს ამომრჩეველთა ხმების 88,8%, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს - მხოლოდ 11,2%.

უკრაინის ცენტრალურ ნაწილში ზელენსკის აქვს 72,9%, პოროშენკოს - 27,1%.

უკრაინის დასავლეთში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს თითქმის თანაბარი შანსები აქვთ. კერძოდ, ზელენსკი იღებს 55,6%-ს, პოროშენკო - 44,4%-ს.

არჩევნების ღამე ukraina.ru >>

აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლები მეორე ტურში უფრო მეტად აქტიურები არიან, ვიდრე პირველ ტურში. უკრაინის ცესკოს ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ კონოპოლსკის მონაცემებით, 15:00 საათისთვის აქტივობამ დაახლოებით 48% შეადგინა.

თემები:
მსოფლიო დღეს (344)

მთავარი თემები