თარხან ბათირაშვილის ქვრივი თურქეთში დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები საკნის გისოსზე
ხელბორკილები საკნის გისოსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ჩეჩნეთის მაღალი რანგის ჩინოსნის ქალიშვილია

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თურქეთის პოლიციამ დააკავა სედა დაუდურკაევა — „ისლამური სახელმწიფოს“ მოკლული საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ–უმარ აშ–შიშანის ქვრივი, იუწყება პირველი არხი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

დუდურკაევა და კიდევ ოთხი ადამიანი ჯერ კიდევ 4 ივლისს დააკავეს. ხუთი პირიდან ოთხს თურქეთის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

პირველი არხის ინფორმაციით, სედა დუდურკაევა, რომელსაც ბათირაშვილთან  ორი ვაჟი ჰყავს, ჩეჩნეთის მიგრაციული სამსახურის ფედერალური სამმართველოს ყოფილი უფროსის ასუ დუდურკაევის ქალიშვილია. 

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი საქართველოსა და თურქეთის საზღვართან - Sputnik საქართველო
თურქეთში isis-თან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე - ცოლ-ქმარი დააკავეს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა დუდურკაევი თანამდებობიდან 2013 წლის ნოემბერში გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი სირიაში წავიდა და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა, რასაც ჩეჩნეთში პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა.

დუდურკაევა პირველად სირიაში გაემგზავრა ჩეჩენ ექსტრემისტ ჰამზატ ბორჩაშვილთან ერთად, რომელიც ბათირაშვილის თანაშემწე იყო. დუდურკაევა და ბორჩაშვილი მალე დაქორწინდნენ. ბორჩაშვილის მკვლელობის შემდეგ კი, სედა დუდურკაევა ბათირაშვილთან ქორწინება აიძულეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დუდურკაევას ოჯახის წევრები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სირიაში, რათა ქალი ჩეჩნეთში დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ.

რაც შეეხება ბათირაშვილს, ის 2016 წლის ივლისში ერაყის ქალაქ შერგატთან ბრძოლისას დაიღუპა. მანამდე ბათირაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ მზად იყო 5 მილიონი დოლარი გადაეხადა.

დაბრუნდნენ თუ არა სამშობლოში ISIS-ის მხარეზე სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები >>

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, დღეს სირაისა და ერაყში სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს 30 მოქალაქე იბრძვის. გასულ წელს სპეცსამსახურებმა მათი საქართველოში დაბრუნების ვერცერთი ფაქტი ვერ გამოავლინეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0