ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირი ერთიანი უნდა დარჩეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ-იუნკერი
ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ-იუნკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ნაწამებმა კონტინენტმა იპოვა საკუთარ თავში ძალა შეთანხმებისთვის, რომ ერთად კეთებაა საჭირო, აღნიშნა იუნკერმა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ევროკომისის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ფონზე ევროპა შეიძლება ისე შემცირდეს, ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა აღარ აღმოჩნდეს დიდ სახელმწიფოთა შორის, ამიტომ ევროკავშირი ერთიანი უნდა დარჩეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ევროპა ყველაზე მჭიდრო კონტინენტია... მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპა კაცობრიობის 20%-ს შეადგენდა, საუკუნის ბოლოს - 3-4%-ს. რამდენიმე წლის შემდეგ ევროკავშირის არც ერთი წევრი აღარ იქნება გლობალური მოსახლეობის 1%-ზე მეტი. რამდენიმე წელიწადში არ იქნება ევროკავშირის არც ერთი სახელმწიფო, რომელიც იქნება G7-ის წევრი. ამიტომ უნდა ვიპოვოთ ძალები, რომლებიც გაგვააქტიურებს და მთლიანობას შეგვინარჩუნებს", – განაცხადა იუნკერმა ესპანეთში წაკითხულ ლექციაზე.

Brexit-ის რეფერენდუმის შედეგები პარლამენტის ფონზე - Sputnik საქართველო
ბრიტანელი კონსერვატორები Brexit-ზე ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ

იუნკერმა გაკვირვება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპა აშშ-ის მეტოქეა.

„გავიზარდე იმ მიამიტი მოსაზრებით, რომ ამერიკა და ევროპა და-ძმაა. ყოველ ოჯახშია, რომ უფროსი ძმა პატივს არ სცემს უმცროს ძმებს, მაგრამ უმცროსებს დიდხანს ახსოვთ. ამიტომ უნდა ავუხსნათ ჩვენ მეგობრებს ოკეანის გაღმა, რომ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ევროპა მშვიდობის სამყოფლად ვაქციეთ. ამ ნაწამებმა კონტინენტმა იპოვა საკუთარ თავში ძალა შეთანხმებისთვის, რომ ერთად კეთებაა საჭირო", – განაცხადა იუნკერმა.

ჟან-კლოდ იუნკერი აშშ-ს 25 ივლისს ეწვევა. დაგეგმილია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი მოლაპარაკებები.

 

ყველა ახალი ამბავი
0