მოგერინი აშშ-ს მოუწოდებს ახსოვდეს, ვინ არიან მისი მეგობრები

© photo: Sputnik / Artyom Zhitenyov / გადასვლა მედიაბანკშიფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰელსინკიში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ორშაბათს გაიმართება. როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინი და ტრამპი შეხვედრაზე იმსჯელებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრის დაწყების წინ ტრამპის ადმინისტრაციას უნდა ახსოვდეს, ვინ არიან მათი მეგობრები.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დღეს ჰელსინკიში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართება

ჰელსინკიში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ორშაბათს გაიმართება. როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინი და ტრამპი შეხვედრაზე იმსჯელებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

„ჩვენ (ევროკავშირს — რედ.) ნათელი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, ვინ არიან ჩვენი მეგობრები — ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და ადმინისტრაციის შეცვლა მეგობრობას არ ცვლის. იმედი მაქვს, რომ ამერიკულ ადმინისტრაციასაც მეგობრებზე ნათელი წარმოდგენა აქვს", — აღნიშნა მოგერინიმ.

ყველა ახალი ამბავი
0