სროლა სკოლის სიახლოვეს: სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

CC0 / Pixabay / WolfBlur / იარაღი მამაკაცის ხელში
იარაღი მამაკაცის ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელმა ჯერ პოლიციელი დაჭრა დანით, შემდეგ კი იარაღი აართვა და მისი პისტოლეტიდან გახსნა ცეცხლი ახლომდებარე სკოლის მიმართულებით.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. იაპონიაში უცნობი მამაკაცი ჯერ პოლიციელს დაესხა თავს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია NHK

ინციდენტი ქალაქ ტოიამაში მოხდა, ტოკიოდან 300 კმ-ის დაშორებით. თავდამსხმელმა ჯერ პოლიციელი დაჭრა დანით, შემდეგ კი იარაღი აართვა და მისი პისტოლეტიდან გახსნა ცეცხლი ახლომდებარე სკოლის მიმართულებით. დაიჭრა სკოლის დაცვის წევრი და შემთხვევითი გამვლელი.

მამაკაცი დაკავებულია. სამივე დაშავებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არის გადაყვანილი. ამ დროისათვის დგინდება თავდასხმის მიზეზები.

ყველა ახალი ამბავი
0