15:13 20 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8363
  • 100 RUB3.8355
  • USD2.4561
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ფანტასტიკა: როგორ წარიმართა აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა

CC BY-SA 2.0 / Gage Skidmore / Donald Trump
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1059)
178 0 0

ჩრდილოკორეელმა ლიდერმა სინგაპურში გამართულ სამიტს სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის მსგავსი უწოდა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული პირველი შეხვედრა სინგაპურში ორმხრივი სამიტის ფარგლებში შედგა, იუწყება РИА Новости.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სასტუმრო Capella-ში გაიმართა, რომელიც კუნძულ სენტოსაზე მდებარეობს. თავიდან სახელმწიფოს ლიდერებმა მოლაპარაკებები პირისპირ გამართეს, რა დროსაც ქვეყნების დელეგაციები ერთმანეთს ეცნობოდნენ.

კიმ ჩენ ინი შიშობს, რომ სინგაპურის სამიტზე მოკლავენ>>>

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრის შემდეგ სამიტმა გაფართოებულ ფორმატში დაიწყო მუშაობა, რომელზეც სახელმწიფოს მეთაურებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები შეაფასეს. კერძოდ, ჩრდილოკორეელმა ლიდერმა სამიტს „პრელუდია მშვიდობისკენ" უწოდა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს „უდიდესი წარმატება" აქვს.

„მსოფლიოში ბევრი ამის შესახებ ფიქრობს როგორც ერთგვარ ფანტაზიაზე… სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმიდან", — განუცხადა კიმ ჩენ ინმა ტრამპს პირისპირ შეხვედრის შემდეგ.

სამიტზე ქვეყნების ლიდერებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კიმ ჩენ ინმა მას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, ხოლო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „განსაკუთრებული კავშირი ვითარდება".

ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ უსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო, კიმ ჩენ ინმა კი, თავის მხრივ, დაადასტურა მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით.

თემები:
მსოფლიო დღეს (1059)

მთავარი თემები