02:13 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
სტივენ სიგალი

კიდევ ერთი მოძალადე: სტივენ სიგალი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1383)
7101

როგორც სიმონსი ამბობს, ჰოლივუდის მსახიობმა ის ბევერლი-ჰილზში მდებარე სახლში წვეულებაზე დაპატიჟა, მაგრამ ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი სტუმარი იყო

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ამერიკელმა რეგინა სიმონსმა, რომელმაც სტივენ სიგალთან ერთად ფილმის მასობრივ სცენაში მიიღო მონაწილეობა, მსახიობი ძალადობასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

გამოცემა Wrap-ის ინფორმაციით, შემთხვევა 20 წლის წინ მომხდარა. როგორც ირკვევა, 18 წლის რეგინას სტივენ სიგალი 1994 წელს გაუცვნია ფილმ „სასიკვდილო ხიფათის“ მასობრივი სცენების გადაღებებზე.

როგორც სიმონსი ამბობს, ჰოლივუდის მსახიობმა ის ბევერლი-ჰილზში მდებარე სახლში წვეულებაზე დაპატიჟა, მაგრამ ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი სტუმარი იყო და არანაირი წვეულება არ იგეგმებოდა.

„[სიგალმა] თავის ოთახში შემიყვანა, შემდეგ კარი დაკეტა და კოცნა დამიწყო… შემდეგ კი გამაუპატიურა“, — ციტირებს გამოცემა რეგინა სიმონსის სიტყვებს:

Wrap-ი წერს, რომ სიმონსის გარდა, სტივენ სიგალს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ათზე მეტმა ქალმა დასდო ბრალი, თუმცა სიმონსი პირველია, ვინც გაუპატიურებაზე საუბრობს. გასულ თვეში მან ლოს-ანჯელესის პოლიციასაც კი მიმართა განცხადებით.

თემები:
მსოფლიო დღეს (1383)

მთავარი თემები