თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ამერიკელმა რეგინა სიმონსმა, რომელმაც სტივენ სიგალთან ერთად ფილმის მასობრივ სცენაში მიიღო მონაწილეობა, მსახიობი ძალადობასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
გამოცემა Wrap-ის ინფორმაციით, შემთხვევა 20 წლის წინ მომხდარა. როგორც ირკვევა, 18 წლის რეგინას სტივენ სიგალი 1994 წელს გაუცვნია ფილმ „სასიკვდილო ხიფათის“ მასობრივი სცენების გადაღებებზე.
როგორც სიმონსი ამბობს, ჰოლივუდის მსახიობმა ის ბევერლი-ჰილზში მდებარე სახლში წვეულებაზე დაპატიჟა, მაგრამ ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი სტუმარი იყო და არანაირი წვეულება არ იგეგმებოდა.
„[სიგალმა] თავის ოთახში შემიყვანა, შემდეგ კარი დაკეტა და კოცნა დამიწყო… შემდეგ კი გამაუპატიურა“, — ციტირებს გამოცემა რეგინა სიმონსის სიტყვებს:
Wrap-ი წერს, რომ სიმონსის გარდა, სტივენ სიგალს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ათზე მეტმა ქალმა დასდო ბრალი, თუმცა სიმონსი პირველია, ვინც გაუპატიურებაზე საუბრობს. გასულ თვეში მან ლოს-ანჯელესის პოლიციასაც კი მიმართა განცხადებით.