11:30 23 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ლონდონი

ტემზის წყლის ყლუპმა ბრიტანელი მსახიობი კომაში ჩააგდო

© photo: Sputnik / Alexander Wilf
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1311)
86 0 0

მსახიობი სიკვდილისგან დროულმა ჰოსპიტალიზაციამ იხსნა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანელმა მსახიობმა დარიუს კემპბელმა სარეკლამო კამპანიის დროს მდინარე ტემზის წყალი დალია და კომაში ჩავარდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ გამოცემა NME-ზე დაყრდნობით.

მსახიობი მონაწილეობდა გადაღებებში საქველმოქმედო ორგანიზაცია Fresh2o-თვის, რომელიც აფრიკაში წყლის ფილტრებს ავრეცელებს. ის უამბობდა მაყურებელს სპეციალური ფილტრიანი ბოთლების შესახებ. ეს ფილტრები წყალში ბაქტერიებისა და ვირუსების 99,9%-ს სპობს. გადაღებებისას კემპბელმა მდინარის წყლით ბოთლი გაავსო და მოსვა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბოთლში ფილტრი არ ყოფილა.

„აფრიკაში წყლის ფილტრების გასავრცელებლად თანხების შეგროვების მიზნით, ტემზაში ჩამდინარე კანალიზაციის მილთან სადემონსტრაციო ვიდეო გავაკეთეთ“, — განაცხადა მსახიობმა.

შედეგად მსახიობს ტვინის შეშუპება დაემართა და ის კომაში ჩავარდა, რომელსაც ლეტალური დასასრული შეიძლება ჰქონოდა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, კემპბელს ისეთი ვირუსი შეეყარა, რომელმაც ბაქტერიული მენინგიტით დაავადება გამოიწვია.

მსახიობი სიკვდილისგან დროულმა ჰოსპიტალიზაციამ იხსნა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1311)

მთავარი თემები