„ტამიფლუ“, „ზანამივირი“... იაპონიამ „უცნაური ქცევის“ გამომწვევი პრეპარატები დაასახელა

CC BY 2.0 / Flickr / Cyril Bèle / mother and childrenიაპონელი დედა შვილებთან ერთად
იაპონელი დედა შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობით გამოწვეული რამდენიმე ათეული შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც ბავშვები ცდილობდნენ, გადამხტარიყვნენ ფანჯრიდან

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. იაპონიის ჯანდაცვის, შორმისა და კეთილდღეობის სამინისტრო, პაციენტების „უცნაური ქცევების“ რისკებთან დაკავშირებით, უახლოეს ვადებში გამოსცემს ბრძანებას საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკებისთვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „კიოდოზე“ დაყრდნობით.

ფრთხილად, ანტიბიოტიკია! - Sputnik საქართველო
ფრთხილად, ანტიბიოტიკია!

საუბარია გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებულ რისკებზე, განსაკუთრებით, ბავშვებში. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ გასულ წელს გრიპით დაავადებულ მოზარდებს შორის რამდენიმე ათეული „უცნაური ქცევის“ შემთხვევა დაფიქსირდა — ბავშვები უცბად იწყებდნენ სირბილს ან ცდილობდნენ, გადამხტარიყვნენ ფანჯრიდან.

ამგვარი რისკების გამომწვევად წარსულში უკვე დასახელდა პრეპარატი „ტამიფლუ“ (ასევე ცნობილი სახელწოდებით „ოსელტამივირი“), რომელსაც იაპონიაში უკვე რამდენიმე წელია, რაც მოზარდებსა და ბავშვებს აღარ უნიშნავენ. ახლა კი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რისკები ვრცელდება იმათზეც, ვინც „ლანინამივირსა“ და „ზანამივირს“ (იგივე „რელენზა“) იყენებს.

სულ გასულ წელს, იაპონიაში „ტამიფლუთი“ გამოწვეული „უცნაური ქცევის“ 38 შემთხვევა დაფიქსირდა, „რელენზათი“ — 11,  „ლანინამივირით“ კი — 5.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, ამ პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად გააკონტროლონ, რომ ბინაში კარები და ფანჯრები მჭიდროდ იყოს დაკეტილი, ხოლო ორსართულიან კერძო სახლებში მცხოვრებლებმა ოჯახის გრიპით დაავადებული წევრები პირველ სართულებზე განათავსონ.

ყველა ახალი ამბავი
0