„Sputnik-საქართველომ“ უმაღლესი კატეგორიის ექიმის, პედიატრ კომაროვსკის რამდენიმე აუცილებელ და ძალზე საჭირო რჩევას მოუყარა თავი, რომელთაც ინფოგრაფიკის სახით გთავაზობთ.
კაცობრიობამ ანტიბიოტიკების გამოყენება 75 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში დადასტურდა, რომ რაც უფრო ხშირად ვიღებთ მათ, ბაქტერიები მით უფრო სწრაფად „სწავლობენ“ ანტიბიოტიკებთან გამკლავებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როცა ანტიბიოტიკები ზემოქმედებას შეწყვეტს, ანუ უსარგებლო გახდება ადამიანის ორგანიზმისთვის და ასეთ შემთხვევაშიб უკვე აღარც ქირურგიული ჩარევა იქნება შესაძლებელი, აღარც სერიოზული ტრავმებისა და დამწვრობების მკურნალობა, აღარც კიბოსთან ბრძოლა და აღარც ორგანოების ტრანსპლანტაცია.
დიახ, ადამიანები საჭიროზე ბევრად ხშირად მოიხმარენ ანტიბიოტიკებს მაშინ, როცა მათ გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა, ამიტომ გირჩევთ, ისწავლოთ ცხოვრება მათ გარეშე.