08:03 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თვითმფრინავები Eurofighter ესპანეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ აღლუმზე

ესპანეთში აღლუმზე თვითმფრინავი ჩამოვარდა

© REUTERS/ Sergio Perez
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (95)
29 0 0

სახელმწიფო დღესასწაულთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმი ესპანეთში ავიაკატასტროფით დასრულდა

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც ესპანეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ აღლუმში მონაწილეობდა, ავიაბაზა ლიანოსში ჩამოვარდა, იუწყება გაზეთი El Mundo.

მოიერიშე თვითმფრინავი Eurofighter-ი, რომელიც ესპანეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ აღლუმში მონაწილეობდა, ხუთშაბათს ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პროვინცია ალბასეტეში მდებარე ავიაბაზაზე ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

Дым из обломков боевого самолета Eurofighter после того, как он разбился около военной базы в Альбасете, в юго-восточной Испании
© REUTERS/ SILVIA AND JUANMI MONJE DE ALBACETE
მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა სამხრეთ-აღმოსაველთ ესპანეთში, ალბასეტეში მდებარე სამხედრო ბაზაზე

„ეს სამწუხარო ამბავი ახლახან გვაცნობეს. ალბასეტეში 12 ოქტომბერს ესპანეთის სამსახურისას პილოტის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოვთქვამ მწუხარებას ჩემი და მთელი კასტილია-ლა-მანჩას გაერთიანების სახელით", — დაწერა Twitter-ში ავტონომიური გაერთიანება კასტილია-ლა-მანჩას თავმჯდომარემ ემილიანო გარსია-პაგე სანჩესმა (Emiliano García-Page Sánchez).

სამხედრო აღლუმი მადრიდში ჩატარდა, ის ჩაიბარა მეფე ფელიპე მეექვსემ, რომელიც ასევე ესპანური არმიის მთავარსარდალია. აღლუმში მიიღო მონაწილეობა 4000-მა სამხერო მოსამსახურემ, 84-მა სატრანსპორტო საშუალებამ და 78-მა ერთეულმა საჰაერო ტექნიკამ.

თემები:
მსოფლიო დღეს (95)

მთავარი თემები